27 აპრილი 2024,   01:38
ვრცლად
„პარლამენტი მიიღებს ისეთ რეზოლუციას, სადაც პასუხი გაეცემა მკაცრად, რაც ტატუნაშვილთან დაკავშირებით მოხდა," - სოფო ქაცარავა

„პარლამენტი მიიღებს ისეთ რეზოლუციას, სადაც პასუხი გაეცემა მკაცრად და შესაბამისად იმ საზარელ ფაქტს, რაც ტატუნაშვილთან დაკავშირებით მოხდა,“ - ეს განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ პარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით გააკეთა.

„კონსულტაციის პროცესს რაც შეეხება, დროს და ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, მაგრამ უახლოეს მომავალში პარლამენტი მიიღებს იმ რეზოლუციას, სადაც ის სულისკვეთება, რაც ზოგად საზოგადოებაში და პარლამენტში არის, ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით ეს ყველაფერი აისახება და შესაბამისი პასუხი გაეცემა,“ - განაცხადა სოფო ქაცარავამ. 

დღის ამბები