26 აპრილი 2024,   23:51
ვრცლად
"ოჯახს მოუხსნა სოციალური დახმარება იმისთვის, რომ ოჯახიდან მიცვალებული გაასვენეს...“ - ბაქრაძე სერგეენკოს მიმართავს

ხონის რაიონის მოსახლეობა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას და სოციალური დახმარების მოხსნას აპროტესტებს.

”ევროპული საქართველოს” ლიდერთან დავით ბაქრაძესთან საუბარში სოფელ ჯიხაიშის მაცხოვრებელი მზევინარ ახალაძე ამბობს, რომ სტატუსი მას შემდეგ მოუხსნეს, რაც ოჯახის გარდაცვლილი წევრის დაკრძალვა შეძლო.

„ერთი წლის წინ გარდამეცვალა მაზლი მომიხსნეს ამის გამო დახმარება. რომ შევედი სოციალურში მითხრეს, რომ გაგისვენებია მიცვალებული, მიცვალებულს სახლში ხომ არ დავტოვებდი და ამის გამო მომიხსნეს სოციალური“ - ამბობს ახალაძე.

დავით ბაქრაძე ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს და სთხოვს პირად კონტროლზე აიყვანოს ახალაძეების ოჯახის მდგომარეობა.

„გაჭირვებულ ოჯახს მოუხსნა სოციალური დახმარება იმისთვის, რომ ოჯახიდან მიცვალებული გაასვენეს და რახან გაასვენეს ე.ი. ფული ჰქონიათო ეს უკვე წარმოუდგენელია და სცილდება არამარტო პოლიტიკისა და სოციალური პოლიტიკის არამედ ადამიანობის ზღვარს იქით მიდის.

მე მინდა ვკითხო სამინისტროს წარმომადგენლებსაც და ჩემს კოლეგებსაც პარლამენტში - არ გრცხვენიათ, როდესაც ასეთი რაღაცეები ხდება ქვეყანაში? მივმართავ სერგეენკოს, დაინტერესდეს, გაერკვეს“-განაცხადა ბაქრაძემ.

დღის ამბები