26 აპრილი 2024,   23:37
ვრცლად
ანგელა მერკელი კანცლერი თანამდებობაზე მეოთხედ აირჩიეს

ანგელა მერკელმა გერმანიის კანცლერის პოსტი შეინარჩუნა. "ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიის ლიდერი კანცლერის თანამდებობაზე ბუნდესტაგმა ზედიზედ მეოთხედ აირჩია. მის კანდიდატურას მხარი 364-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მერკელის კანდიდატურა კანცლერის პოსტზე პარლამენტს ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა წარუდგინა.

ანგელა მერკელი მომდევნო 4 წლის განმავლობაში კოალიციურ მთავრობას უხელმძღვანელებს, რომელიც მისმა პარტიამ 5 თვიანი კრიზისისა და მოლაპარაკების შემდეგ "ქრისტიან-სოციალისტებთან" და "სოციალ-დემოკრატებთან" ერთად ჩამოაყალიბა.

დღის ამბები