27 აპრილი 2024,   01:42
ვრცლად
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლის მამა ჩხუბში მონაწილე მოზარდების ბაბუას პროკურატურაში უჩივის

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა პროკურატურას ჩხუბში და გარჩევაში მონაწილე მოზარდების ბაბუით დაინტერესებას სთხოვს. სარალიძის მამა საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატსა და სისხლიან გარჩევაში მონაწილე მოზარდების ბაბუას პროკურატურაში უჩივის.

დაზარალებული აცხადებს, რომ კაკუბავას მიერ გახმაურებული მძიმე ფაქტები მოგონილია და საგამოძიებო უწყებას ცრუ ინფორმაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს.

ინციდენტში მონაწილე არასრულწლოვნების ბაბუამ „შაბათის კურიერში“ განაცხადა, რომ მისი შვილიშვილი, რომელიც 51-ე სკოლაში სწავლობს, თანასკოლელების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა, რაც მისივე შეფასებით, საბოლოოდ ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევით დასრულდა.

სკოლაში ბულინგისა და მსგავსი ფაქტების არსებობას სკოლის დირექტორი კატეგორიულად გამორიცხავს.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ჩხუბში მონაწილე მოზარდების ბაბუის განცხადებებს ემიჯნება მისი ოჯახიც. ბორის კაკუბავა წლებია, თურქეთში ცხოვრობს და ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, მას არც შვილებთან და არც შვილიშვილებთან ურთიერთობა არ აქვს.

დღის ამბები