30 აპრილი 2024,   21:24
ვრცლად
ომბუდსმენმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატად ზვიად დევდარიანი წარადგინა

სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატად ზვიად დევდარიანი წარადგინა. ნინო ლომჯარიამ გადაწყვეტილება გასაუბრებაზე დევდარიანის მიერ წარდგენილი კონცეფციის საფუძველზე მიიღო.

„ზვიად დევდარიანმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ბევრ კრიტიკულ სიტუაციაში მან შეინარჩუნა ობიექტურობა, კრიტიკულობა და კომპეტენტური მიდგომა საკითხებისადმი, სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომელიც არ იყო ჩემთვის მარტივი,“ - განაცხადა ომბუდსმენმა.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის, ზვიად დევდარიანის თქმით, ბორდის წევრად დამტკიცების შემთხვევაში სამეურვეო საბჭოსა და სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს შორის კავშირების გაძლიერებას შეეცდება.

პარლამენტს სულ ოთხი კანდიდატი უნდა წარუდგინონ. მათგან ერთს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ერთს საპარლამენტო უმრავლესობა, ერთს კი უმცირესობა დაასახელებს.

დღის ამბები