27 აპრილი 2024,   09:03
ვრცლად
"ლონდონს შეუძლია დაამტკიცოს, რომ რუსეთი ქიმიური ნეირო-ტოქსინების შექმნაზე უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში მუშაობდა"- ბორის ჯონსონი

ლონდონს პუტინის რუსეთის მიერ ”ნოვიჩოკის” წარმოების მტკიცებულებები გააჩნია. განცხადება ამის შესახებ ბორის ჯონსონმა BBC-ის ეთერში გააკეთა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ლონდონს შეუძლია დაამტკიცოს, რომ რუსეთი ქიმიური ნეირო-ტოქსინების შექმნაზე უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში მუშაობდა და ამ ნივთიერებების თავდასხმის მიზნით გამოყენების გზებსაც სწავლობდა. ბორის ჯონსონის თქმით, სერგეი და იულია სკრიპალის მოწამვლის ადგილიდან ამოღებული ”ნოვიჩოკის” ნიმუშებს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტებს გადასცემენ, რომლებიც ლონდონში ხვალ ჩადიან. ბრიტანეთის პირველი დიპლომატი პირობას დებს, რომ მტკიცებულებებს მსოფლიოს წამყვან და ავტორიტეტულ ლაბორატორიებში შეამოწმებენ. ბრიტანეთის ხელისუფლებამ ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დამატებითი პაკეტის შემოღებაც დააანონსა.

დღის ამბები