18 ივლისი 2018,   22:18
ვრცლად
მაისურზე წარწერით "ტატუნაშვილი"- საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "რაგბი ევროპის” პირველობის გამარჯვებული გახდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ”რაგბი ევროპის” პირველობის გამარჯვებული გახდა - ეს თასი აქამდე არ გათამაშებულა და ქართველები მისი პირველი მფლობელები გახდნენ.

ბორჯღალოსნებმა დღეს რუმინეთს 25:16 მოუგო. ქართველმა მორაგბეებმა  ევროპის თასთან ერთად, ანთიმოზ ივერიელის ჯილდოც მოიპოვეს, რომელიც ტრადიციულად ამ გუნდების შეხვედრის დროს თამაშდება.

მოედანზე  ქართველი მორაგბეები სპეციალური მაისურებით გავიდნენ,რომელზეც არჩილ ტატუნაშვილის გვარი ეწერათ. 

დღის ამბები