27 აპრილი 2024,   04:19
ვრცლად
გერმანიის შს მინისტრი არალეგალების დეპორტაციის დაჩქარებას ითხოვს

 

გერმანიის ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი არალეგალების დეპორტაციის დაჩქარებას ითხოვს.

ჰორსტ ზეეჰოფერის განმარტებით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ მოითხოვს ასეთ დიდ დროს იმ პირების ქვეყნიდან დეპორტაციის პროცედურა, რომლებმაც გერმანიაში თავშესაფარი ვერ მიიღეს.

როგორც მინისტრმა, გერმანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა, მისი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, ამ ვადის შემცირება გახდება.

ჰორსტ ზეეჰოფერის თქმით, იმ ქვეყნებთან, საიდანაც გერმანიაში მიგრანტების დიდი ნაკადი ჩადის, სპეციალური ხელშეკრულებების ხელმოწერა უნდა მოხდეს.

 

დღის ამბები