27 აპრილი 2024,   09:15
ვრცლად
14 ოპოზიციური პარტია ""RMG Gold""-ისთვის მიწის გადაცემას დმანისში გააპროტესტებს

14 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი თბილისიდან საყდრისში ჩასვლას გეგმავს.

პოლიტიკოსები კომპანია "RMG Gold"-ისთვის აუქციონის წესით დამატებით 16 ჰექტარის გადაცემას აპროტესტებენ.

„ივანიშვილის 15 ათას ლარად 16 ჰექტარი ტყის წაღებას და იქ ციანიდის მოსხმას, რომ იდევ უფრო განვითარდეს მრავალი მილიონით მისი ბიზნესი. ძალიან მიხარია, რომ მრავალპარტიული ფორმატია, სადაც ხელს შევუშლით ამ ადამიანს, ესე მას ცხოვრება ამ ქვეყანაში არ გაუვა“-განაცხადა „ ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარტიები გეგმავენ თავად მიიღონ აუქციონში მონაწილეობა და გამოისყიდონ აღნიშნული ტერიტორია.

„გვაქვს კონკრეტული გეგმა დმანისის გადასარჩენად ვიღებთ მონაწილეობას აუქციონში ვაპირებთ ეს ტერიტორია ჩვენ ავიღოთ იჯარით არ მივცეთ შესაძლებლობა ამ ყველაფერის განადგურების ოქროს მომპოვებელ კომპანიას“-ამბობს ვაშაძე.

”თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივნის თამარ კეკენაძის განცხადებით, ინტერპარტიული ჯგუფი ადგილზე შეისწავლის ვითარებას და შეეცდება არ დაუშვას ის კორუფციული გარიგება, რომელიც იგეგმება.

„ინტერპარტიული ჯგუფი მივდივართ დმანისში, რომ შევამოწმოთ ადგილზე რა ვითარებაა.  „RMG Gold“ ყველა სტანდარტის დარღვევით აწარმოებს საქმიანობას, რაც აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე, დამატებით ისინი ცდილობენ უკვე კორუფციული გზით დამატებითი მიწების შეძენას და ამ  ტიპის საქმიანობის გაგრძელებას, რაც საზიანოა ადგილობრივი მოსახლეობისთვის“- განაცხადა თამარ კეკენაძემ.

თოთხმეტმა პარტიამ გასულ კვირას მიმართა ეკონომიკის სამინისტროს და მოითხოვა ტენდერის გაუქმება. შექმნილია, დმანისი გადარჩენის ფონდი, სადაც ჩარიცხული თანხებით პარტიები ტერიტორიის იჯარით აღებას აპირებენ. გამოცხადებული ტენდერი ხვალ, დღის პირველი საათისთვის უნდა დასრულდეს, ამ  დროისთვის გაირკვევა ვინ გახდება 16 ჰექტარის მფლობელი.

დღის ამბები