27 აპრილი 2024,   00:56
ვრცლად
კუთვნილი მიწების დასაბრუნებლად ოზურგეთელმა პედაგოგებმა რაიონულ სასამართლოდ მიმართეს

ოზურგეთის რაიონის სოფელ „შრომის“ პედაგოგებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

პედაგოგები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ სასამართლო დავას კუთვნილი მიწების დასაბრუნებლად იწყებენ.

პედაგოგები მიიჩნევენ, რომ ურეკში, მათი კუთვნილი მიწები მუნიციპალიტეტმა ისე გაიტანა აუქციონზე და გაასხვისა, რომ მათი ფაქტიური მფლობელებისათვის არავის უცნობებია. პედაგოგები თვლიან, რომ მათი გვერდის ავლით ურეკის ზღვისპირა მიწის გასხვისება ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.

დღის ამბები