08 მაისი 2024,   08:07
ვრცლად
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერაბ კვირიკაშვილის პროცესი მიმდინარეობს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე ბრალდების მხარის მოწმეს, მალხაზ პაპასკირს კითხავს. რომელიც ავტოავარიის შედეგად ერთ-ერთი დაღუპულის გიორგი პაპასკირის მამაა.

"მე მსურს ჩემს შვილიშვილს, რომელიც ობოლია, გავცე პასუხი, თუ რატომ არ ჰყავს მას მშობლები"-განაცახადა სასამართლო პროცესზე მალხაზ პაპასკირმა.

პროცესს ესწრება ბრალდებულიც. მერაბ კვირიკაშვილს პროცესის დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებია. 
ავტოსაგზაო შემთხვევა 2016 წლის  21 ივლისს მოხდა. ავარიის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა.

დღის ამბები