27 აპრილი 2024,   04:32
ვრცლად
პუტინს პრეზიდენტობას გერმანია ულოცავს - ვაშინგტონში გერმანიის ლიდერების მილოცვას უკმაყოფილოდ შეხვდნენ

ვლადიმერ პუტინს დონალდ ტრამპისგან მილოცვა ამ დრომდე არ მიუღია. თეთრი სახლის წარმომადგენელთა განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ რუსეთის ლიდერისთვის მილოცვა ვაშინგტონში საჭიროდ არ ჩათვალეს.

შედეგების გამოცხადების შემდეგ ვლადიმერ პუტინს გამარჯვება მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფო მეთაურმა მიულოცა, მათ შორის იყო გერმანიის პრეზიდენტი და კანცლერი მერკელიც. ვაშინგტონში გერმანიის ლიდერების მილოცვას უკმაყოფილოდ შეხვდნენ.

„15 წელზე მეტია არჩევნებს რუსეთში აფასებენ როგორც არათავისუფალს და არასამართლიანს, თუმცა ევროსაბჭოს და ეუთოს დამკვირვებლები როდესაც ამ დასკვნას დებენ, პარალელურად ამ ქვეყნების ლიდერები ურეკავენ პუტინს და ულოცავენ. ალბათ ულოცავენ წარმატებულ გაყალბებას. დღეს დილით ულოცავდა არაერთი ლიდერი: ბაშარ ალ ასადი, ერდოღანი, რაულ კასტრო, ნიკოლას მადურო, სი ძინპინი, ალექსანდრე ლუკაშენკო და ნურსულთან ნაზარბაევი. ესენი დიდი დემოკრატები არიან, როგორც ვიცით.

თუმცა, სამწუხაროდ, ვიდრე ეს შეხვედრა დაიწყებოდა, გერმანიის პრეზიდენტმა და კანცლერმა, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტმაც მიულოცეს. ძალიან დაბნეული ვარ. გერმანიის პრეზიდენტმა არა მხოლოდ ბატონ პუტინს, რუს ხალხსაც კი მიულოცა მისი არჩევა. დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნებისგან ამის მოსმენა დაცინვა, ან შეურაცხყოფაა“-ამბობს ვლადიმირ კარა-მურზაოფენ რაშას” წარმომადგენელი.

თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით რუსეთთან ურთიერთობების განვითარებაზე იმუშავებენ, თუმცა ფასსაც გადაახდევინებენ, როდესაც მოსკოვი საფრთხეს შეუქმნის ამერიკის ინტერესებს.

დღის ამბები