27 აპრილი 2024,   08:28
ვრცლად
ადეკვატური რეაგირების გარეშე რისკები მაღალია, რომ ჩვენს არხზე ანგარიშსწორება კვლავ მოხდეს - ნიკა გვარამია

„სახელმწიფოს რეაგირებით მივხვდებით, სახელმწიფოსგან იყო ეს აქცია მართული თუ არა,“ - ეს განცხადება რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, სამაუწყებლო კომპანიასა და ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით გააკეთა.

მან პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებსა არხზე მომხდარი თავდასხმის დეტალები გააცნო და საერთო პოზიციის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა. ისინი დღეს რუსთავი2-ში იმყოფებოდნენ. 

„ადეკვატური რეაგირების გარეშე რისკები ძალიან მაღალია, რომ ჩვენს არხზე, ან ცალკეულ ჟურნალისტებზე ანგარიშსწორება კვლავ მოხდეს. მოხდა ძალიან მძიმე დანაშაული. ეს არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება. ასევე ბევრი სხვა დანაშაული, უფრო ნაკლები მნიშვნელობის, მაგრამ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, ქონების განზრახ დაზიანება, დევნა, ცემა. მასთან დაკავშირებით მხოლოდ ცემის მუხლი თუ მივიღეთ და ქონების დაზიანების, რავ მსუბუქ, ან ნაკლებად მსუბუქ დანაშაულებებს განეკუთვნება, ეს იქნება არაადეკვატური და ეს იქნება ხელის დაფარება,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები