03 მაისი 2024,   08:19
ვრცლად
მოკვეთილი აქვს თითი, სახეზე ძალადობის კვალი აღენიშნება - არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ახლობელები

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი 26 დღიანი ლოდინის შემდეგ სოფელ წილკანში, საკუთარ ოჯახშია გადასვენებული. ცხედრის ექსპერტიზა გვიან ღამით დასრულდა.

როგორც ცნობილია, დასკვნა უახლოეს კვირებში იქნება ცნობილი. ოჯახის წევრები და ახლობლები გარეგნული დათვალიერების შემდეგ წამების კვალზე დაზუსტებით საუბრობენ.

ოჯახის ინფორმაციით, ცხედარს მოკვეთილი აქვს მარჯვენა ხელზე საჩვენებელი თითი, წამების კვალი აღენიშნება მხრისა და ზურგის არეში.

„აშკარაა რაც ჩანს ხელებზე, სახეზე გარკვეული ძალადობის კვალი აღენიშნება, უმძიმესი იყო ოჯახისთვის ეს 26 დღე მოლოდინისა,“ -ამბობს ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი.

რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა გუშინ გაავრცელეს რუსეთში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალების მთავარი მიზეზი გულის უკმარისობა გახდა და მას ასევე აღენიშნებოდა სხვადასხვა დაავადებები.

დღის ამბები