26 აპრილი 2024,   23:14
ვრცლად
ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა, ტატუნაშვილის ხსოვნის პატივსაცემად, წუთიერი დუმილით დაიწყო

ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. ამ ფორმით შეხვედრის მონაწილეებმა პატივი მიაგეს არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას. კომისიის წევრებმა 2018 წლის ეროვნული პროგრამა დაამტკიცეს, რომელსაც ქართული მხარე ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე წარადგენს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ალიანსში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია. კოორდინაციის კომისია კი ამ პროცესში საქართველოს სტრუქტურების კოორდინირებულ მუშაობას უზრუნველყოფს.

დღის ამბები