26 აპრილი 2024,   22:40
ვრცლად
საქართველო-ბელარუსის ბიზნეს-ფორუმი - დღეს ოცდაათამდე მემორანდუმი გაფორმდება

თბილისში საქართველო-ბელარუსის ბიზნეს-ფორუმი მიმდინარეობს. დღეს ორ ქვეყანას შორის 30-მდე მემორანდუმს მოეწერება ხელი.

მათ შორის კვების, კვების მრეწველობის, მანქანა დანადგარების წარმოებისა, მშენებლობის, ლოჯისტიკისა და ტურისტული მიმართულებებით.

საქართველო-ბელარუსის ბიზნეს ფორმუში 120-მდე ბელარუსული კომპანია იღებს მონაწილეობას. მემორანდუმები და ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 9 მლნ. დოლარამდეა. ბიზნეს ფორუმი ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.

დღის ამბები