27 აპრილი 2024,   06:56
ვრცლად
ერისთავის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან

ერისთავის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან. ჟან ანუის "ანტიგონე" ტრაგედია 2 მოქმედებად, თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის პირველი ნამუშევარია, გორის თეატრში.

რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი და სამართალი უპირისპირდება ერთმანეთს? რა ხდება მაშინ, როდესაც სუსტი სქესი ავლენს ძლიერ მხარეს? რა მოულოდნელი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფო მმართველისთვის სამართალთან დაპირისპირებას? რამდენად არის სახელმწიფო მოხელე პასუხისმგებელი თავის გადადგმულ ნაბიჯზე და რამდენად აცნობიერებს მოქალაქე საკუთარ არჩევანს? ეს ის საკითხებია რაზეც რეჟისორ დავით ჩხარტიშვილილს სურს დააფიქროს მაყურებელი.

"ანტიგონეს" საპრემიერო ჩვენება ერისთავის თეატრში 22, 23, 25 და 27 მარტს, საღამოს 7 საათზე გაიმართება.

დღის ამბები