26 აპრილი 2024,   08:35
ვრცლად
 ქვისცვენის გამო მესტიის მიმართულებით მოძრაობა აიკრძალა

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის 2 მონაკვეთზე ავტომობილებისთვის მოძრაობა ორივე მიმართულებით შეჩერებულია. გუშინ გვიან ღამით ლაჯურღულას მონაკვეთზე ქვათაცვენა დაიწყო.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, თუმცა ქვათაცვენის გამო ვერ მუშაობენ სამაშველო ჯგუფები. მოძრაობა აკრძალულია ამავე მონაკვეთის კიდევ ერთ წერტილში, სადაც ძლიერი ნალექის გამო მიწა ჩამოიშალა.

დღის ამბები