27 აპრილი 2024,   01:33
ვრცლად
ჯანდაცვის სერვისები არ არის მორგებული ინდივიდუალურ საჭიროებებს - ფონდი ”ღია საზოგადოება საქართველოს” წარმომადგენელი

„მისაწვდომი და ინკლუზიური ჯანდაცვის სერვისები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის" კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

კვლევის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან, ასევე, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

პროექტის მიზანია, უზრუნველყოფილ იქნას შშმ პირთათვის რეაბილიტაციის სერვისების ხელმისაწვდომობა.

„ჩვენ წარმოგიდგენთ ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ დაფინანსებით კვლევას შშმ პირთა სერვისების ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაში, ჯანდაცვის სერვისები არ არის ხელმისაწვდომი შშმ პირებისთვის, არ არის ის მორგებული ინდივიდუალურ საჭიროებებს,“ - განაცხადა ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” წარმომადგენელმა, ნინო კიკნაძემ. 

დღის ამბები