27 აპრილი 2024,   02:10
ვრცლად
რუსეთი სარაკეტო სისტემას აძლიერებს

რუსეთი სარაკეტო სისტემას აძლიერებს. შეიარაღებულმა ძალებმა ყველა სტრატეგიულ მიმართულებაზე ფრთოსანი რაკეტების მატარებელი ქვედანაყოფები განალაგეს.

რუსეთის გენშტაბის ინფრომაციით, ფრთოსანი რაკეტების სისტემებით საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ძალები აღიჭურვა. ვალერი გერასიმოვი ირწმუნება, რომ ახალ სისტემას მხოლოდ თავდაცვითი და საფრთხის შემაკავებელი დანიშნულება აქვს.

ამ ფონზე რუსი სამხედროები სარაკეტო სისტემის გამოყენებაში აქტურად ვარჯიშობენ. მასშტაბური წვრთნები ციმბირის პოლიგონზე მიმდინარეობს.

თავდაცვის უწყების ინფრომაციით, სწავლებაში 2 ათასი ჯარისკაცი მონაწილეობს. წვრთნებისას ისინი S300-ის ტიპის საზენიტო დანადგარების შესაძლებლობებს სწავლობენ. 

 

დღის ამბები