27 აპრილი 2024,   02:16
ვრცლად
სლოვაკეთის პარლამენტი დროებით დაიხურა

სლოვაკეთის პარლამენტი დროებით დაიხურა. საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან აქტივისტმა დაუდგენელი ნივთიერება დაღვარა, რის გამოც, შემთხვევის ადგილზე სპეცრაზმის ანტი-ქიმიური დანაყოფი გამოიძახეს.

სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, საშიშია თუ არა ის ადამიანების ჯანმრთელობისთვის.

ინციდენტი სლოვაკეთში მასშტაბური პოლიტიკური კრიზისის ფონზე მოხდა, რომელიც ქვეყანაში საგამოძიებო ჟურნალისტისა და მისი მეუღლის მკვლელობას მოჰყვა.

პერმანენტული საპროტესტო გამოსვლების გამო, ქვეყნის პრემიერმინისტრი გასულ კვირას იძულებული გახდა, თანამდებობა დაეტოვებინა. 

დღის ამბები