27 აპრილი 2024,   02:50
ვრცლად
ეროვნული რეესტრის ხელმძღვანელს სექსუალურ შევიწროებას ედავებიან - თალაკვაძის თქმით, პრობლემის მოგვარება სასამართლოს პრეროგატივაა

„მხოლოდ სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება და განსაზღვროს, თუ რეალურად, რამდენად ჰქონდა ვინმეს უფლებების ან კანონის დარღვევას ადგილი,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ, რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის შეფასებისას გააკეთა.

რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, პაპუნა უგრეხელიძის წინააღმდეგ საქმე უკვე სასამართლოშია. უგრეხელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. მის წინააღმდეგ სარჩელი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ შეიტანა.  

არჩილ თალაკვაძის თქმით, არსებული პრობლემის მოგვარება სწორედ სასამართლოს პრეროგატივაა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ მხარეები შეხვდნენ ერთმანეთს სასამართლოში და მხოლოდ სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება და განსაზღვროს, თუ რეალურად, რამდენად ჰქონდა ვინმეს უფლებების ან კანონის დარღვევას ადგილი. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მე წინასწარ, ბუნებრივია, შეფასებებს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ორივე მხარე, ამ შემთხვევაში, არის კანონით დაცული,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

დღის ამბები