27 აპრილი 2024,   05:08
ვრცლად
ჩემპიონთა ლიგის მიმოხილვა - ბარსელონამ იუვენტუსი დამაჯერებლად დაამარცხა

გუშინ უეფას ჩემპიონთა ლიგის 2017-18 წლების სეზონი 8 შეხვედრით გაიხსნა. ცენტრალური მატჩი ბარსელონაში გაიმართა. ბარსელონამ იუვენტუსი 3:0 დაამარცხა.

ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს ლიონელ მესიმ გაიტანა, რომელმაც პირველად მოახერხა ბუფონის კარში გოლის გატანა. მეორე ნახევარში რაკიტიჩმა უპირატესობა გაზარდა, საბოლოო ანგარიში კი ლიონელ მესიმ დააფიქსირა - 3:0 ბარსელონას სასარგებლოდ.

გთავაზობთ სხვა მატჩების შედეგებს;

რომა 0:0 ატლეტიკო

ბაიერნი 3:0 ანდერლეხტი

ბენფიკა 1:2 ცსკა

სელტიკი 0:5 პსჟ

ჩელსი 6:0 ყარაბაღი

მანჩესტერ იუნაიტედი 3:0 ბაზელი

ოლიმპიაკოსი 2:3 სპორტინგი.

დღეს კიდევ 8 მატჩი გაიმართება. შეხვედრები თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

დღის ამბები