26 აპრილი 2024,   23:34
ვრცლად
გონსალო იგუაინის უპატივცემულობა ბარსელონას გულშემატკივრების მიმართ

ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელმა, გონსალო იგუაინმა, ბარსელონას გულშემატკივრების მიმართ უპატივცემულო საქციელით გამოიჩინა თავი. ბარსელონა-იუვენტუსის შეხვედრის მიწურულს არგენტინელი ფეხბურთელი შეცვალეს და მან ბლაუგრანას ქომაგებს შუა თითი უჩვენა.

იგუაინი 2007-2013 წლებში მადრიდის რეალის ღირსებას იცავდა და ის ამიტომაც არ მოსწონთ ბარსელონას გულშემატკივრებს, მაგრამ ფეხბურთელის მხრიდან მსგავსი ქმედება მიუღებელია.

აღნიშნულ ეპიზოდს უეფას სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს და ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია ემუქრება.

მატჩი ბარსელონას გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

 

დღის ამბები