27 აპრილი 2024,   03:50
ვრცლად
ლეო მესიმ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა

ლეო მესიმ არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა. სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში არგენტინა სტუმრად ეკვადორს დაუპირისპირდა და მუნდიალზე გასასვლელად კიტოში გამარჯვება სჭირდებოდა.

შეხვედრის პირველივე წუთზე ანგარიში ეკვადორელმა ფეხბურთელებმა გახსნეს, რაც არგენტინის ნაკრების გულშემატკივრებისთვის დიდი დარტყმა იყო. ყველაფერი ლიონელ მესიმ გამოასწორა - მან 12-ე წუთზე ანხელ დიმარიასთან კომბინაცია გაითამაშა და ანგარიში გათანაბრა. მე-20 წუთზე კი თავისი გუნდი დააწინაურა. მესიმ მატჩის მეორე ნახევარში მეკარეს თავზე ბურთი გადაუგდო და საბოლოო ანგარიში 1:3 დააფიქსირა. შედეგად არგენტინა რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

სამხრეთ ამერიკის ზონიდან მუნდიალზე ბრაზილია, ურუგვაი, არგენტინა და კოლუმბია გავიდნენ. პერუ კი პლეი-ოფში ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება.

დღის ამბები