27 აპრილი 2024,   03:38
ვრცლად
ლიონელ მესის მე-100 გოლი ევროთასებზე

ბარსელონას ლიდერმა, ლიონელ მესიმ ევროთასებზე მე-100 გოლის გატანა მოახერხა. მესიმ თავი ჩემპიონთა ლიგის მატჩში ოლიმპიაკოსის წინააღმდეგ გამოიჩინა.

ზუსტად შესრულებული ჯარიმა 97-ე გოლი გამოდგა ჩემპიონთა ლიგაზე, უეფას სუპერთასზე კი არგენტინელს 3 ბურთი აქვს გატანილი.

ბარსელონამ ოლიმპიაკოსი 3:1 დაამარცხა.

ევროტურნირებზე გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდსმენი პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუა, რომლის ანგარიშზეც 113 გოლია. 

დღის ამბები