18 დეკემბერი 2017,   13:08
ვრცლად
საჩხერის ჩიხურა საქართველოს თასის მფლობელია

საჩხერის ჩიხურა დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებულია. ფინალურ შეხვედრაში ჩიხურამ ქუთაისის ტორპედო პენალტების სერიაში დაამარცხა.

მატჩის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი ჩიხურამ 4:3 გაიმარჯვა.

ჩიხურამ თავის ისტორიაში პირველად მოიპოვა საქართველოს თასი, აქამდე გუნდს ორი ფინალი ჰქონდა წაგებული. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ჩემპიონი ქუთაისის ტორპედო გახდა, თუმცა ქუთაისურმა გუნდმა დუბლის შესრულება ვერ შეძლო.  

დღის ამბები