19 თებერვალი 2018,   12:20
ვრცლად
მსოფლიო ჩემპიონატის თასი თბილისშია

თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის ორიგინალური თასი ჩამოვიდა. ფეხბურთის უმაღლესი ჯილდო საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ კრისტიან კარამბემ ჩამოიტანა.

თასი საქართველოს მსოფლიო ტურის ფარგლებში ეწვია, რომელიც 23 იანვარს ლონდონში დაიწყო.

თბილისის აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც მუნდიალის თასს თბილისი მოლში წაიღებენ, სადაც 13:00 საათიდან 18:00 საათამდე გულშემატკივრები მის გვერდით სამახსოვრო ფოტოს გადაღებას შეძლებენ.

თასი თბილისს დღეს საღამოს დატოვებს და შემდეგი გაჩერება აზერბაიჯანის დედაქალაქი, ბაქო იქნება.

 

დღის ამბები