19 თებერვალი 2018,   12:20
ვრცლად
ქართული რაგბის კიდევ ერთი აღიარება - ბორჯღალოსნები ინგლისის ნაკრებთან ერთად ივარჯიშებენ

საქართველოს და ინგლისის რაგბის ნაკრებები 2-დღიან ერთობლივ საწვრთნელ შეკრებას გაივლიან. ამ ინფორმაციას ინგლისის რაგბის კავშირი ავრცელებს.

ერთობლივი ვარჯიშები სამშაბათსა და ოთხშაბათს, ლონდონში გაიმართება. ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ინგლისელები ბორჯღალოსნებთან ერთად შერკინებაში და დერეფნებში ივარჯიშებენ.

საქართველოს ნაკრები ლონდონში სრული შემადგენლობითაა ჩასული და 17 თებერვალს გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ემზადება.

დღის ამბები