02 November 2024,   14:29
more
   Self-regulation

2009 წლის 12 მარტს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებულ იქნა დადგენილება "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" სახით.

"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლითა და "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" მე-7 მუხლის საფუძველზე, მაუწყებლებს განესაზღვრათ ვალდებულება შეექმნათ თვითრეგულირების მექანიზმი.

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ში" თვითრეგულირების მექანიზმი ამოქმედდა 2009 წლის 11 სექტემბრიდან.

თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში "რუსთავი 2-მა" შექმნა დავის განმხილველი ორგანო, რომელიც არსებობს ორი ინსტანციის სახით: პირველი ინსტანცია - "კომისია" და მეორე ინსტანცია "სააპელაციო საბჭო".

დაინტერესებულ პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ "რუსთავი 2-მა" დაარღვია "მაუწყებელთა ქცევის კოდექსით" დადგენილი ეთიკური სტანდარტები და მისი უფლებები, შეუძლია მიმართოს მაუწყებელს საჩივრით და მოითხოვოს რეაგირება.

საჩივრის გამოგზავნის სურვილის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს შეუძლია ჩააბაროს შესაბამისი დოკუმენტაცია თვითრეგულირების მექანიზმის სახელზე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ზ.ანჯაფარიძის 5ა (ყოფილი სანდრო ეულის 5ა), ან მოგვაწოდეთ საჩივარი ელექტრონული სახით შემდეგ მისამართზე: [email protected]

გამოქვეყნებული გადაწყვეტილებები