25 აპრილი 2024,   15:38
ვრცლად
„მივაწოდე პროკურორს ინფორმაცია, რომ მირზა სუბელიანს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები აქვს" - კუპრავამ პროკურატურა დატოვა 

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა პროკურატურის შენობა დატოვა. ზვიად კუპრავას განცხადებით, მან საგამოძიებო უწყებას მიაწოდა ინფორმაცია, პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან, მირზა სუბელიანთან დაკავშირებით, რომელსაც კუპრავას მტკიცებით, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის სკანდალური ვიდეო აქვს.

მისივე თქმით, სწორედ ამ მასალით ხდება სამართალდამცველების დაშანტაჟება, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა წრე არ გაფართოვდეს.  

კუპრავა მთავარ საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.

„მივაწოდე პროკურორს ინფორმაცია, რომ ნამდვილად მირზა სუბელიანს გააჩნია აღნიშნული კადრები, ვგულისხმობ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრებს. ჩემთან კომუნიკაციის პერიოდის არცერთ ეტაპზე მათ არ უარუყვიათ აღნიშნული კადრების არსებობა და ჩვენი ყოველი საუბარი ეხებოდა აღნიშნულ კადრებს და მის ჩემთვის გადმოცემას,“- აღნიშნა ზვიად კუპრავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები