15 მარტი 2025,   16:37
ვრცლად
მდინარე არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, 10 დღის განმავლობაში მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე განხორციელდება

მდინარე არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე განხორციელდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა, თბილისის მიმართულება), დაზიანდა ხიდის სავალი ნაწილის ფილა.

დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე 10 დღის განმავლობაში ერთ სამოძრაო ზოლზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე, მოძრაობა შეიზღუდება.

დღის ამბები
მეტი