20 აპრილი 2024,   11:08
ვრცლად
ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილს 6 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 8 წელი მიესაჯა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. თუმცა ამნისტირებული მუხლების გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილს 6 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილი ორივე ბრალში - ძალადობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებაში დამნაშავედ ცნო. ქვეყენის მესამე პრეზიდენტს ჩამოერთვა 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლებაც.

მოსამართლემ მიღებული განაჩენის გამოცხადების შემდეგ პოლიტიკური სარჩული გამორიცხა.

„ამ ეტაპზე სასამართლო მხოლოდ ერთ გარემოებაზე გაამახვილებს ყურადღებას და კატეგორიულად გამორიცხავს მიხეილ სააკაშვილის მსჯავრდებას პოლიტიკური მოტივებით. მოცემულ საქმეზე გამოძიება დაწყებულია 2005 წლის ივლისის თვეში დეპუტატ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის დროს, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი იყო მიხეილ სააკაშვილი,“- განაცხადა მოსამართლე შორენა გუნცაძემ.

საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პროკურატურა ეთანხმება, თუმცა ვალერი გელაშვილის მხარე მიიჩნევს, რომ სასამართლოსთვის სააკაშვილს მაქსიმალური სასჯელი უნდა მიესაჯა, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. 

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში ბრალდებული 4 საქმეზეა.

დღის ამბები