15 მარტი 2025,   05:15
ვრცლად
73 წელი ჰიროსიმას დაბომბვიდან - ქვეყანაში დაღუპულებს იხსენებენ
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      იაპონიაში ჰიროსიმას დაბომბვის დროს დაღუპულებს იხსენებენ. 73-ე წლისთავთან დაკავშირებით ქალაქში სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა, რომელშიც ტრადიციულად ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

      სიტყვით გამოსვლის დროს ჰიროსიმას მერმა ბირთვულ იარაღს "გლობალური უსაფრთხოების მთავარი საფრთხე" უწოდა.  

      შეერთებულმა შტატებმა ატომური ბომბი ჰიროსიმაში 1945 წლის 6 აგვისტოს ჩამოაგდო, რასაც 140 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. სამი დღის შემდეგ ნაგასაკის დაბომბვის შედეგად კი კიდევ 70 ათასი ადამიანი დაიღუპა.