„ჩვენ მივდივართ პოლიტიკური პროცესში თქვენთან ერთად, არ გავჩერდებით, სანამ არ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს,“ - ამ განცხადებით მიმართა პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.
ვაშაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური მანდატი და ნდობა აღარ აქვს. მისი თქმით, ოპოზიცია ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების დანიშვანს ითხოვს.
„ჩვენ მივდივართ პოლიტიკური პროცესში თქვენთან ერთად, არ გავჩერდებით, სანამ არ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს და მინდა გითხრათ, რომ სულ უფრო მეტი პარტია შემოგვიერთდება მალე, ჩვენ სამართლიან, კანონიერ მოთხოვნებს. რადგანაც, ამ მოპარულმა არჩევნებმა გვაჩვენა, რომ პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში, მოქალაქეების განწყობა მთლიანად შეიცვალა და "ქართულ ოცნებას" აღარ აქვს პოლიტიკური მანდატი და ნდობა სახელმწიფო მართვისთვის, ჩვენ ვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩვენ ვითხოვთ საარჩევნო სისტემის ძირეულ ცვლილებებს და ისეთ ცვლილებას, რომელიც მთლიანდ შეცვლის საარჩევნო კორუმპირებულ ადმინისტრაციას,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნასა სთავაზობს და მოთხოვნების შესასრულებლად ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს.
„ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობთ, შექმენით სამუშაო ჯგუფი, არ აქვს მნიშვნელობა, დავუშვათ 5 ადამიანის შემადგენლობით, თუ ამდენ კვალიფიციურ პირს მონახავთ თქვენთან. ჩვენც, ზუსტად ამავე რაოდენობით შევქმნით ჩვენ დელეგაციას და სამოქალაქო საზოგადოების დაკვირვების ქვეშ, ცივილიზებულად, ევროპულად, სამართლებრივად დავჯდეთ და ერთად გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან. ვადას გაძლევთ 16 დეკემბრამდე. სწორედ ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდეგი ნაბიჯები, მაგრამ უმორჩილესი თხოვნა მაქვს ბატონო ე.წ. ხელისუფლება ახლა ვაი-ვიშს ნუ ატეხავთ და კიდევ ელჩების გამოგზავნას ბუ დაიწყებთ ჩემთან. არც კონსტიტუციის ფარგლებიდან გავალთ, არც კანონს დავარღვევთ, არც თქვენთან მუშტი-კრივში ჩავერთვებით, იმდენი განათლება, ჭკუა და გამოცდილება გვაქვს, რომ სამართლებრივად დაგამარცხოთ. სამართლებრივად დაგამარცხებთ ქართველი ხალხი. ჩვენი გაბრაზება გამოიხატება იმაში, რომ პროტესტი იქნება უწყვეტი, სანამ არ მივაღწევთ იმას, რომ ქართველი ხალხის ხმა იქნეს გაგონებული,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.