29 სექტემბერი 2024,   09:24
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა რესტორან "წისქვილში" - საპატრუო პოლიციის უფროსი ადასტურებს, რომ ეკიპაჟი ადგილზე დაგვიანებით მივიდა

წყნეთში, რესტორან წისქვილში მომხდარ ინციდენტს, რის შემდეგაც დამნაშავეებმა მიმალვა შეძლეს, საპატრულო პოლიციის უფროს ეხმაურება. ის ადასტურებს ინფორმაციას, რომ რესტორანში მომხდარი დაპირისპირების დროს საპატრულო ეკიპაჟი ადგილზე დაგვიანებით მივიდა. თუმცა თეიმურაზ კუპატაძე ამბობს, რომ ამის მიზეზი საპატრულო პოლიციაში დაგვიანებით შესული შეტყობინება გახდა. ადგილზე მისულ ეკიპაჟს კი  ჩხუბში მონაწილე პირებიდან აღარავინ დახვდა.  

„გიორგი ყანჩაველთან დაკავშირებით გამოცხადებულია ძებნა და შესაბამისად, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ეს მოხდა წყნეთში, როგორც მოგეხსენებათ. ჩვენთან შემოსული შეტყობინების შემდეგ, რამდენიმე წუთში გამოცხადდა ადგილზე ეკიპაჟი, მაგრამ რესტორნის თანამშრომლებმა გააკეთეს გამოძახება, რომლებმაც გვიან გაიგეს. როდესაც ეს პიროვნებები გადიოდნენ და მანქანაში ჩაჯდნენ, მათ ნახეს სისხლის კვალი. ამის შემდეგ გაიგეს, რომ იქ იყო რაღაც ინციდენტი მომხდარი. და სანამ ეკიპაჟი მივიდა იქ ადგილზე არავინ აღარ დაგვხვდა,“-განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.  

სისხლიანი გარჩევა წყნეთის რესტორანში რამდენიმე დღის წინ მოხდა, რა დროსაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 3 ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსანი დაჭრეს. ერთი დამნაშავე სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს, მეორე გიორგი ყანჩაველი კი ისევ იძებნება. 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

დღის ამბები