
This is a modal window.
"ჩვენ გვქონდა კანონიერი უფლება, უკანონოდ ჩახერგილი გზა გაგვეთავისუფლებინა. ჩვენ ამ შემთხვევაში უკანონოდ ჩახერგილ გზას ვათავისუფლებდით,“- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ის კახეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა მოქალაქეების უფლება შეზღუდა, როდესაც მათ თელავში ჩასვლის საშუალება არ ეძლეოდათ.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროვოკაციის მოწყობასთან დაკავშირებით ხელისუფლების ბრალდებებსაც უპასუხა. ვაშაძის განმარტებით, ოპოზიციის წარმომადგენლები კონსტიტუციურ უფლებას იცავდნენ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს დაჯგუფებამ შეგვიზღუდა ჩვენი კონსტიტუციური უფლება, თავისუფლად გადავაადგილებულიყავით, იმ ადგილზე, სადაც მათ არ ჰქონდათ ამ კანონგარეშე ქმედების ჩადენის უფლება, ჩვენს აქციაში მონაწილის მხრიდან არცერთი ქმედება არ შეიცავს კანონდარღვევას. მათ არ ჰქონდათ უფლება, ჩაეხერგათ გზა,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.