02 მაისი 2024,   08:29
ვრცლად
მკვლელობა გორში - 70 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

მკვლელობა გორში - 70-წლამდე ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. 

მომხდარის დეტალები უცნობია. ადგილობრივების განცხადებით,  ლილი დათუნაშვილი შვილმა იპოვა, რომელმაც პოლიცია გამოიძახა. 

გორის ცენტრში ამ წუთებში კრიმინალური პოლიცია, კინოლოგები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებულები. 

„კურიერის“ ინფორმაციით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორისაა ძარცვა და ქალზე ძალადობა.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. 

 

დღის ამბები