17 მაისი 2024,   07:10
ვრცლად
მოვიდა პოლიციასთან 2 ადამიანი ნასვამ მდგომარეობაში და არაერთი მოწოდებების მიუხედავად, რამდენიმე წუთის განმავლობაში აგრძელებდა პოლიციელების შეურაცხყოფას - ვაჟა სირაძე

აქციის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე, რუსთაველის გამზირზე მყოფ დემონსტრანტებს მიმართა პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელმა და მათ კიდევ ერთხელ მოუწოდა, თავი შეეკავებინათ ძალადობრივი ქმედებებისგან.

პოლიციის მაღალჩინოსანმა ასევე შეახსენა აქციის მონაწილეებს, რომ საკუთარი პოზიციის გამოხატვა მშვიდად შეუძლიათ და მათ ხელს არავინ შეუშლის. ვაჟა სირაძის ამ კომენტარის გაკეთების დროს, სამართალდამცველებთან აქციის რამდენიმე მონაწილე მივიდა. მათ
პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ორი მათგანი დააკავეს.

"მოვიდა პოლიციასთან 2 ადამიანი, ნასვამ მდგომარეობაში და არაერთი მოწოდებების მიუხედავად, რამდენიმე წუთის განმავლობაში, აგრძელებდა შეურაცხყოფას პოლიციელების. ჩვენი მიზანი არის პოლიციელების, რომ აქციის მონაწილეებს გავაგებინოთ, რომ მათ არავინ არ მისდევს და არ ავიწროებს. უბრალოდ ვუხსნით, რომ თავიანთი პროტესტი მშვიდად გამოხატონ პარლამენტის წინ. პროტესტს თუ აგრძელებენ, გააგრძელონ, რაოდენობა არაა ის, რომ ხელოვნურად გზა დაკეტონ,“ - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე.

დღის ამბები