„კურიერმა“ მოიპოვა ბრძანება, რომელსც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. ბრძანების მიხედვით, ხელისუფლებამ წინასწარ იცოდა, რომ პარლამენტში სხდომის წამყვანი რუსი დეპუტატი იქნებოდა. ბრძანებაში წინასწარ არის გაწერილი, რომ ტრიბუნა სხდომის წამყვანს უნდა დაეკავებინა.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ირაკლი კობახიძეს სავარძელი არავისთვის დაუთმია და ეს პროტოკოლური შეცდომა იყო.
“ირაკლი კობახიძეს სავარძელი არავისთვის დაუთმია, კობახიძეს აქვს მორალური უპირატესობა,როგორც ბოკერიასთან და მის თანაგუნდელებთან მიმართებაში,ასევე ჩვენი გუნდიდან იმ ადამიანებთან მიმართებაში ვინც წავიდა.
არავის არავისთვის სავარძელი არ დაუთმია, მე ვფიქრობ ამ ადამიანებმა რუსულმა დელეგაციამ უნდა დატოვოს საქართველო, ბოდიში უნდა მოიხადონ, როგორც პარლამენტის ასევე ქართული საზოგადოების წინაშე, რა თქმა უნდა ჩვენი საზოგადოების აღშფოთება იყო სამართლიანი და მეც ვუერთდები,“-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
როგორც კობახიძემ განაცხადა, მას ასამბლეის პროტოკოლის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.