
This is a modal window.
რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის ხელთ არსებული სრული ეკიპირება გამოიყენა. რუსთაველის გამზირის დემონსტრანტებისგან გასათავისუფლებად გამოყენებული იყო ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, ჭავლ-მტყორცნი მანქანა.
ასევე ხმოვანი, ბგერითი სიგნალის გამომცემი მანქანაც იყო გამოყენებული, რომელიც აქციის მონაწილეებს პარლამენტის მიმდინარე ტერიტორიაზე მიახლოების საშუალებას არ აძლევდა. ტექნიკის ნაწილი ამჟამად რუსთაველის გამზირთან ახლოს ისევ დგას.