
This is a modal window.
"საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის გამოჩენა ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების მიზეზი ხდება" - ამ შინაარსის სტატიებს მსოფლიოს ყველა მოწინავე მედიასაშუალება ავრცელებს. BBC წერს, რომ დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის დუმის დეპუტატმა ასამბლეას პარლამენტის სპიკერის ადგილიდან მიმართა. „
რუსი დეპუტატის მიერ სიტყვის წარმოთქმის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის დაკავება სცადეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი აირი გამოიყენა,“ - წერია სტატიაში.
პარლამენტის შენობის გარეთ შეკრებილი ათასობით ადამიანების შესახებ წერს CNN. პუბლიკაციაში დაშავებულების დიდი რაოდენობის შესახებ არის საუბარი. ევრონიუსი კი აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარ შეტაკებებზე, ასევე პოლიციის მიერ შეკრებილების წინააღმდეგ გამოყენებულ ძალაზე წერს.
პოლიციის მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი ტელეკომპანია „დოიჩე ველეს“ ყურადღების ცენტრში მოექცა.