რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მთავრობას, საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად ზომების მიღებას ავალებს. განკარგულება პუტინმა დღეს გამოსცა.
ამის შესახებ კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ბრძანებაში ნათქვამი.
გარდა ამისა რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოში ფრენები აკრძალა. ვლადიმერ პუტინის ბრძანების მიხედვით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალებათ.
განკარგულებას ხელი რამდენიმე წუთის წინ მოწერა და კრემლის საიტზე გამოქვეყნდა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით ამ შეზღუდვის მიზანია, რუსეთის ეროვნული ინტერესების დაცვა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა.
რუსული ავიაკომპანიები საქართველოში ტურისტების შემოყვანას 8 ივლისიდან შეწყვეტენ.