01 აპრილი 2025,   08:20
ვრცლად
პუტინის განკარგულება და აკრძალული ფრენები საქართველოსთან - განმარტებებს მედვედევი და პესკოვი აკეთებენ 
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      პუტინი საქართველოსთან ფრენებს კრძალავს და მთავრობას ავალებს, რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად შესაბამისი ზომები მიიღოს.

      ვლადიმერ პუტინის განკარგულებაზე დამატებითი განმარტებები დიმიტრი მედვედევმა და დიმიტრი პესკოვმა გააკეთეს.

      კრემლის პრესსპიკერი ამბობს, რომ ფრენებზე და მოგზაურობაზე აკრძალვა იქამდე დარჩება ძალაში ვიდრე საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიმართ ყველა საფრთხე არ აღმოიფხვრება და ქვეყანაში ვითარების ნორმალიზება არ მოხდება.

      დიმიტრი მედვედევი კი პირდაპირ ამბობს, რომ მოსკოვმა გათვლა საქართველოს ეკონომიკისთვის პრობლემების შექმნაზე გააკეთა. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც უპასუხა.

      "სამწუხაროა რომ ასეთ რიტორიკას ზურაბიშვილისგან ვისმენთ" - აცხადებს რუსეთის მთავრობის მეთაური და აღნიშნავს, რომ მოვლენების რუსეთზე გადაბრალება რეალური სიტუაციის დამახინჯებაა.

      მისივე თქმით, კრიზისს საქართველოში რადიკალური ოპოზიცია ამწვავებს იმ მიზნით რომ ქვეყანაში პოლიტიკური სისტემა ააფეთქოს.