01 აპრილი 2025,   21:20
ვრცლად
„ივანიშვილი ცდილობს, რომ ტოტალური კონტროლი დაამყაროს ქვეყანაში" - გიორგი ვაშაძე გვარამიას გამოკითხვაზე 
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ბიძინა ივანიშვილი ებრძვის თავისუფალ სიტყვას - ასე აფასებს პოლიტიკური პლატფორმა - "ახალი საქართველოს” თავმჯდომარე ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას და საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის პროცესს.

      გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამყარებს ტოტალურ კონტროლს.

      Image result for გიორგი ვაშაძე„ივანიშვილი ცდილობს, რომ ტოტალური კონტროლი დაამყაროს ქვეყანაში. შესაბამისად, ეს არის პოლიტიკური რეპრესიები განგრძობადი, რომელიც გრძელდება. ნებისმიერი ადამიანი ვისაც აქვს მცდელობა ან შესაძლებლობა შექმნას დამოუკიდებელი მედია საშუალება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის შესაძლებლობა, აბსოლუტურად ყველა ადამიანი როგორც ჩანს, უნდა რომ დააკავოს და ციხეში ჩასვას. ეს არის სტანდარტი რომლისკენაც მას მივყავართ. მაგრამ ერთ წელზე ცოტა მეტი დარჩა ივანიშვილსაც და ქართულ ოცნებას. 2020 წლის არჩევნებზე, თუ მანამდე არ იქნა არჩევნები აუცილებლად საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს ამომრჩეველი, რომელსაც მობეზრდა და ყელში ამოუვიდა ამ უკიდეგანო უსამართლობაში ცხოვრება, ამ უკიდეგანო გაჭირვებაში ცხოვრება. და რაც მთავარია, ყველას უნდა რომ რაღაც ახალი დაიწყოს, და ეს ახალი აუცილებლად დაიწყება,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

      შერჩევით სამართალზე საუბრობს "კანონის და სამართალის" თავმჯდომარე. თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ეშინია იმ ახალი ტელევიზიის რომელის გახსნაც ნიკა გვარამიამ დააანონსა.

      Image result for თაკო ჩარკვიანი"მაინტერესებს ჩვენი ხალხის ფული სად მიდის. აი ამიტომ უნდა გამოვიდეთ ქუჩაში. მოთხოვნა უნდა იყოს არა მხოლოდ გახარია გადადექი. გახარია უნდა გადადგეს აბა რა?! რა დანაშაულიც ჩაიდინეს, გახარია კი არა ხელისუფლება უნდა შეიცვალოს პირველ რიგში. ჩვენ გვაინტერესებს, ჩვენ ხალხმა ვის მივმართოთ, სად იკარგება ჩვენი თანხები. ბიუჯეტში შესული თანხები სად იკარგება. მერე ჩვენ ყველანი დავინტერესდებით ყველაფრით. ახლა ეს ისევ შერჩევითი სამართალია. იმიტომ რომ ეშინია, რომ ახალი ტელევიზია არ გაკეთდეს,“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

      ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოში მოწმის სტატუსით იკითხება. ის უკვე საათზე მეტია ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით აძლევს. 

      პროკურატურამ გამოძიება სამაუწყებლო კომპანიის 9 პროცენტიანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის საჩივრის საფუძველზე დაიწყო. საუბარია დიდი ოდენობით თანხის მითვისების, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე. გვარამიას დაბარებას წინ უძღოდა მის მიერ ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ განცხადების გაკეთება. დღეს კი გაირკვა, რომ გვარამიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას, "რუსთავი2"-ის ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალიაც ითხოვს. 

      დღის ამბები
      მეტი