19 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
შეიძლება არსებობდეს დანაშაულის ნიშნები - პაატა სალია პროკურატურისგან "რუსთავი 2"-ის ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლას ითხოვს

"რუსთავი 2"-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ტელეკომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესწავლის თხოვნით განცხადება პროკურატურაში შეიტანა. პაატა სალია აცხადებს, რომ "რუსთავი 2"-ში მას მძიმე ფინანსური მდგომარეობა დახვდა. სალია არ გამორიცხავს, რომ გამოიკვეთოს ხელმძღვანელი პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

Image result for პაატა სალია„გახსოვთ ჩემი ზეპირი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიაში დაგვხვდა ძალიან მძიმე ვითარება, რაც არალოგიკური იყო და ეს ბრალდებოდა ხშირ შემთხვევაში ყადაღებს, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ. იმისთვის, რომ მე, როგორც ახალ მოსულ დირექტორს მქონოდა შესაძლებლობა გავრკვეულიყავი ყველაფერში და უფრო სწორად დავიწყე გარკვევა დეტალებში, გამოჩნდა ისეთი გარკვეული საკითხები, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს დანაშაულამდე, დანაშაულის ნიშნებამდე. ამიტომ, ჩავთვალე ვალდებულად  თავი, რომ ზოგადი განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა არსებობდეს. იმიტომ,  რომ სხვაგვარად დანაშაულის დაფარვად შეიძლება დაკვალიფიცირდეს. ასეთ შემთხვევაში როგორც წესი ხდება ახალი დირექტორის მიერ განცხადებით მიმართვა  სამართალდამცავი ორგანოებისთვის. პირველ რიგში იმიტომ რომ არიდებული იქნეს ახალი დირექტორის პასუხისმგებლობა. მეორე, დადგინდეს რეალური მიზეზი რატომ არის ასეთი მდგომარეობა კომპანიაში,“-განაცხადა პაატა სალიამ.

ამ წუთებში "რუსთავი 2"-ში პროკურორები იმყოფებიან. ისინი საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ ერთ-ერთ ოთახში, რომელიც კომპანია „ინტერმედიას“ გენერალურ დირექტორს ეკუთვნის. ინტერმედია "რუსთავი 2"-ის კონტრაქტორი კომპანია, რომელიც ყიდის სარეკლამო დროს. პროკურორები აცხადებენ, რომ ისინი საგამოძიებო მოქმედებებს დიდი ოდენობით თანხების მითვისების და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმესთან დაკავშირებით ატარებენ. გამოძიება "რუსთავი 2"-ის 9%-იანი წილის მფლობელის ნინო ნიჟარაძის საჩივრის საფუძველზე დაიწყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები