19 ნოემბერი 2024,   00:20
ვრცლად
მუქარები როგორ უნდა, ბიჭო, გაჩვენებთ - მიშა მშვილდაძის მტკიცებით, "რუსთავი 2-ში" პროკურატურის შემოსვლას წინ მუქარა უძღოდა

"რუსთავი 2-ის" შენობაში ამ დრომდე მუშაობენ პროკურორები. ტელევიზიის სათაო ოფისის ერთ-ერთ კორპუსში საგამოძიებო მოქმედებები, თითქმის, 5 საათია, გრძელდება. საუბარია ოფისის იმ ნაწილზე, სადაც კონტრაქტორი კომპანია „ინტერმედია“ იყო განთავსებული. გუშინ პროკურორებმა დოკუმენტაცია „ინტერმედიას“ სათაო ოფისიდან ამოიღეს, ახლა კი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

"ინტერმედია" "რუსთავი 2-ის" კონტრაქტორი კომპანიაა, რომელიც ყიდის სარეკლამო დროს. პროკურორები აცხადებენ, რომ ისინი საგამოძიებო მოქმედებებს დიდი ოდენობით თანხების მითვისების და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმესთან დაკავშირებით ატარებენ. გამოძიება "რუსთავი 2-ის" 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის საჩივრის საფუძველზე დაიწყო.

ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა "ფორმულა კრეატივის" დირექტორმა, მიშა მშვილდაძემ. მან "ინტერმედიას" კუთვნილ ოთახში დაწყებული საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე დღის წინ მუქარას დაუკავშირა. მიშა მშვილდაძის თქმით, პაატა სალიას ოთახში მას ვინმე ზაზა დაემუქრა, რომ თუ კი სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" "რუსთავი 2-ში" არ დარჩებოდა, პრობლემები შეექმნებოდათ.

„გააკეთა განცხადება გუშინ და დავით კეზერაშვილის მხრიდან გუშინ, რომ რაღაც ახალი არხის კეთებას ვიწყებთ და ეგრევე პროკურატურა შევარდა ორგანიზაციებთან, რომელიც დაკავშირებულია ჩვენთან და "რუსთავი 2-თან". ზურა გუმბარიძე არის "ფორმულა კრეატივის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ჩვენი პარტნიორი, რომელიც განიხილება და მოიაზრება ამ ახალი ტელევიზიის დირექტორად  და, შესაბამისად, მისი ოთახის  ჩხრეკას, რომელიც არის ძველი ოთახი და რომელსაც მის გარდა იყენებდა ძალიან ბევრი ადამიანი და რომელშიც გადაღებებსაც ვაწარმოებდით ხოლმე "ჩემი ცოლის დაქალების" რაღაც სცენების და უამრავი ადამიანი შედიოდა და  გამოდიოდა ამ ოთახიდან. ამ ოთახის ჩხრეკა საერთოდ რა მიზნებს ემსახურება, გაუგებარია, გარდა იმისა, რომ ვიღაცას ვიღაცის დაშინება უნდოდეს. 

"როდის ისწავლის ეს ხალხი, რომ ჯერ ერთი დაშინება, ეს არის დანაშაული, პოლიტიკურ იარაღად გამოყენება პროკურატურის, ეს არის დანაშაული და ამ დანაშაულზე ყველა აგებს პასუხს. ფიზიკურად შეუძლებელია, რომ იქ ნახოს რამე, რაც პროკურატურის კანონიერ ინტერესებში შეძლება, შედიოდეს. განსაკუთრებით ის, რომ ეს არის დამთხვევა ზუსტად ამაზე გუშინდელ დღეზე გამოხმაურება და ეს მარტო არ არის. დამთხვევაც კი არ არის. წინასწარაც კი ვიყავით გაფრთხილებული, რომ თუ ჩვენ "რუსთავი 2-თან" არ გავაგრძელებდით ურთიერთობას, "ჩემი ცოლის დაქალებით", რომ "ინტერმედიას" მიმართულებით რაღაცები გაპრომლემურდებოდა. ეს ღიად გვითხრა  ერთ-ერთმა ადამიანმა,  ერქვა ზაზა, რომელიც შეგვხვდა სალიასთან ერთად, ოთახში. გვითხრა, რომ ხომ იცითო, მერე რაღაცები მოხდებაო. რა ვიცი მე, ზაზამ როგორ უნდა შემაშინოს, ცოტა ძნელი წარმოსადგენია ჩემთვის. ამ ზაზებს გაეცემათ ერთი მძიმე პასუხი, გემრიელი ისეთი, რომ მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ და მუქარები, როგორ უნდა, ბიჭო, და ამ მუქარების ასრულება პროკურატურით, როგორ უნდა, ბიჭო, გაჩვენებთ კარგად ყველას, “ -განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

დღის ამბები