გათავისუფლდეს მორის მაჩალიკაშვილი და ბეჟან ლორთქიფანიძე - ამ მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს წინ 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულების ოჯახის წევრებისა და ახლობლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მათი განცხადებით, 20 ივნისის ღამის მოვლენების გამო ხელისუფლებამ უდანაშაულო ადამიანები დააპატიმრა.
აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილი და ბეჟან ლორთქიფანიძის ოჯახის წევრები იმყოფებიან. საპროტესტქო აქციას პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” ლიდერებიც შეუერთდნენ.
მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მისი ძმისშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს წინ პანკისის ხეობიდან უამრავი ადამიანი ჩამოვა და ისინი ერთად გააპროტესტებენ ხელისუფლების უსამართლო გადაწყვეტილებას.
შეკრებილები თქმით “ქართული ოცნების“ ხელისუფლება დაკავებულებზე ზეწოლას ახორციელებს. კერძოდ მათი ინფორმაციით, 20-21 ივნისის მოვლენების გამო დაკავებულებს, ხელისუფლების პირები თავისუფლების სანაცვლოდ, ოპოზიციის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვენ.
შეგახსენებთ დღეს, 13 საათზე საქალაქო სასამართლოში, სახეობათა კონესრვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “ნაკრესის“ გამგეობის წევრის გამგეობის წევრის, ბეჟან ლორთქიფანიძისა და მორის მაჩალიკაშვილის სასამართლო სხდომა გაიმართება.