15 სექტემბერი 2026,   14:07
ვრცლად
უკრაინის სახელმწიფო ფინანსები კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - უკრაინის პრემიერ-მინისტრი

უკრაინის სახელმწიფო ფინანსები კრიტიკულ მდგომარეობასთან ახლოსაა, უმაღლეს რადაში საჭირო კენჭისყრების გაჭიანურებამ კი შესაძლოა ქვეყანას 29.5 მილიარდი დოლარის ოდენობის საერთაშორისო დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი დააკარგვინოს, - ინფორმაციას მედია ავრცელებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა სერგი კორეცკიმ ტელეგრამის არხზე განაცხადა, მთავრობა ყველა დეპუტატსა და შესაბამის საპარლამენტო კომიტეტს გაუგზავნის გრაფიკს, რომელშიც მითითებული იქნება თითოეული იმ კენჭისყრის ვადები, რომლებზეც ფონდების გადმორიცხვაა დამოკიდებული.

კორეცკის თქმით, საერთაშორისო დაფინანსება აუცილებელია სახელმწიფო ბიუჯეტის, სოციალური ხარჯებისა და თავდაცვის ძალების საჭიროებების დასაბალანსებლად.

მედიის ინფორმაციით, მთავრობამ საკუთარი მხრიდან 42 გადაწყვეტილება უნდა განახორციელოს. მინისტრთა კაბინეტი ამ სამუშაოების დასრულებას თავდაპირველად 1 ნოემბრამდე გეგმავდა, თუმცა ახლა მიზნად ისახავს, რომ ეს პროცესი 15 ოქტომბრამდე დაასრულოს.

დღის ამბები