18 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
სტიქია კახეთში - დაზიანებული ვენახები, სახურავის გარეშე დარჩენილი სახლები და დასეტყვილი საბავშვო ბაღები

დაზიანებული ვენახები, სახურავის გარეშე დარჩენილი სახლები და დასეტყვილი საბავშვო ბაღები - კახეთი სტიქიას ებრძვის. უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან გურჯაანსა და ყვარელში.

ქარმა კახეთის რეგიონში მოტეხა ხე, რომელმაც საბავშვო ბაღის ღობე დააზიანა. ხე დაეცა ყვარელში სატვირთო მანქანასაც. ხალხი ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ორივე მუნიციპალიტეტში მიყენებულ ზარალს ითვლიან.

„ძლიერმა ქარმა წააქცია მრავალწლოვანი ხეები. ჩახერგილი იყო ყვარელი-სანავარდოს დამაკავშირებელი გზა და ასევე ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი გზები, რამაც შეაფერხა ცოტა ხნით მოძრაობა, მაგრამ სამაშველო სამსახური მოვიდა დროულად, შესრულდა ყველა სამუშაო. საბავშვო ბაღში მოიგლიჯა მრავალწლოვანი ხე და დაზიანდა საბავშვო ბაღის ღობე,“ - განაცხადა კუჭატნის თემის წარმომადგენელმა მაია მედოიძემ.

დღის ამბები